შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც დიზაინერ გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ.
შსს-ს ცნობით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.









