როგორია დასწრება რუსთავის ბაღებში

რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, სწავლა გაერთიანების 17 ფილიალში განახლდა. მათივე ინფორმაციით, დღეს სააღმზრდელო პროცესში 928 ბავშვი ჩაერთო.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ქალაქის 22 ბაღიდან 5 კვლავ დახურულია.  ბაღებში დასწრება თავისუფალია და გაცდენილი საათები საპატიოა.

ინფორმაციისთვის  3 თებერვლიდან კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელებისა და ადამიანური რესურსის შემცირების გამო, რუსთავის ბაღები დაიხურული იყო.