როგორია ეპიდვითარება და რამდენი ადამიანი აიცრა ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში ეპიდვითარება გართულდა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება- ამის შესახებ TV4-ს ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში რეგიონში ჩატარდა 30868 ტესტი, რომელთაგან აღირიცხა კოვიდის 6927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მხარეში დადასტურებული შემთხვევებიდან 3642 რუსთავს უკავშირდება.

დადებითობის მაჩვენებელი 22,4%-ია, თებერვლის თვის დადებითობა 24%-ს შეადგენს.

რაც შეეხება იმუნიზაციას, ქვემო ქართლში 18 წელს ზემოთ ასაკის
 76609 (25%) ადამიანია აცრილი ვაქცინის ორივე დოზით, ბუსტერით 6236. რუსთავში ორი დოზით აცრილია
34934 ადამიანი, ბუსტერით- 4037.