როგორია კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს,  ქვემო ქართლში 734 შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 595 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 526 205 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 348 581 და, 15 771 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 791 310 აცრა, დღიურად აცრილია 3 078.

კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 818 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 013 პირი.