რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ერთი ბაღი დაიხურა. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მე-11 ფილიალი დაკეტეს. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ასევე ფილიალის თანამშრომლებში. ქალაქში დახურულია სხვადსხვა ფილიალის 4 ცალკეული ჯგუფი.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განმარტებით, ბაღებში აღსაზრდელების დაბალი დასწრებაა. დღეს ბაღში 900-მდე ბავშვი გამოცხადდა, რაც სრული დასწრების 11 პროცენტს შეადგენს. ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.









