რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდიემილოგიური ვითარების გამო, რუსთავის ბაღებში 3 თებერვლიდან სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბაღებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა როგორც აღსაზრდელებში, ისე დასაქმებულ პერსონალში.

ქალაქის ბაგა- ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 თებერვლიდან გაგრძელდება.