რუსთავის საქალაქო სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო. პროცესზე პარლამენტის წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ, დავით კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.