რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში თემო ყაზარაშვილის სახელობის რიგით 25-ე ღია ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა.
მსოფლიო ჩემპიონის და მსოფლიო თასის მფლობელის სახელობის ტურნირი ქორეოგრაფიული ანსამბლმა „სალხინომ“ და ახალგაზრდული გუნდმა „თუთარჩელამ“ გახსნეს.დღევანდელი შეჯიბრი ბერძნელ რომაულ ჭიდაობაში, უმცროს ჭაბუკთა შორის შედგა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში. გამარჯვებული ჩემპიონ-პრიზიორებით საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრები დაკომპლექტდება. ტურნირი ხვალ დასრულდება. თემო ყაზარაშვილი 2017 წელს დასახელდა რუსთავის საპატიო მოქალაქედ, 2019 წელს კი რუსთავის პარკში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.









