სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე – რუსთავში შეხვედრა გაიმართა

რუსთავში სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მიწვეული სპიკერები საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი და პროფკავშირების ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი, გიორგი ტყემალაძე იყვნენ.

შეხვედრა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული პრეზენტაციით გაიხსნა და დებატების სახით გაგრძელდა.