ჯანდაცვა: ქვემო ქართლში შემთხვევების რაოდენობა ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება

“ეპიდსიტუაცია ქვემო ქართლში და რუსთავში მართვადი და კონტროლირებადია. ბოლო კვირის განმავლობაში შეინიშნება შემთხვევების კლება”, – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლალი დეკანოსიძემ განაცხადა, ბოლო კვირაში რეგიონში 22 000-მდე ტესტი ჩატარდა კორონავირუსზე, რომელთაგან 5 672 შემთხვევა აღირიცხა.

“კვირის განმავლობაში აღინიშნება კლება , შემთხვევების რაოდენობა ნელი ტემპით მაგრამ მცირდება. დადასტურებული შემთხვევები მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით ხასიათდება, ჰოსპიტალიზაციის  მაჩვენებელი შემცირებულია , დელტა შტამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ვაქცინაციას, იმუნიზაციის ტემპი შენელებულია. ქალაქ რუსთავში სრულად ვაქცინირებულია 18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 37,2 %, რეგიონში 48%”- განაცხადეს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში.