ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2 681 ადამიანი აიცრა.
26 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 814 515 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 349 613 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 245 680 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.4%. „ბუსტერით“ აცრილია 216 497 პირი.
„ 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 031 მოზარდი, რაც 2.27%-ს შეადგენს. სრულად აცრილია 3 125 მოზარდი, (1.76%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 517 პირი, (15.44%). ამასთან, სრულად აცრილია 11 060 მოზარდი, რაც 13.64%-ს შეადგენს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.