ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული MERCY CORPS-ის პროექტის – ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დირექტორს, უჩა ვარამაშვილს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მხარის პირველ პირს გააცნეს ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე 3 წლიანი პროექტი. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ გეგმებსაც.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი – (RDYE), მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებას(მათ შორის აგრო და ეკოტურიზმში), ფინანსებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
აქტივობების ძირითადი მიმართულება კი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, კეთილდღეობის გაუმჯობესება და მათი სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაა.
მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის მასშტაბით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განსაზღვრეს – დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც.