“გავიგუდემ” ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ანგარიში განიხილა

“გავიგუდემ ” რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ანგარიში განიხილა.

შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩატარდა, სადაც 2021 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გეგმის მიხედვით განსაზღვრული აქტივობები და შეფასდა მათი ეფექტურობა.

“გავიგუდეს” წარმომადგენლების განცხადებით, 25 თებერვალს გამოქვეყნდება სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც “გავიგუდეს” და მთავრობის ადმინისტრაციის შენიშვნების საფუძველზე მომზადდა.