ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი დოხტურიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე შექმნილი ვითარება, არსებული დაზიანებების ხარისხი და ოპერატიული რეაგირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
გიორგი დოხტურიშვილმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება – ზარალი კი ბოლო თეთრამდე იქნება ანაზღაურებული.
აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტში, 20-მდე საცხოვრებელი სახლი და განთიადის საჯარო სკოლის შენობა დაზიანდა – მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ.