დაბინძურებული ჰაერი და ეკოლოგიური პრობლემები რუსთავში – 11 მოსარჩელე გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი უკვე შიტანეს.
სარჩელის შესახებ პრესკოფერენცია სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ოფისში გაიმათა. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სახელმწიფო ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების გამოსასწორებლად ქვედით ნაბიჯებს არ დგამს და საწარმოების დიდი ნაწილი საქმიანობას კვლავ კანონმდებლობის დარღვევით აგრძელებს.