რუსთავში ზოგიერთ მისამართზე ელექტროენერგია შეზღუდულია. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მეგობრობის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებს, ასევე გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას.
როგორც კომპანიაში “ენერგო-პრო ჯორჯია” TV4-ს განუცხადეს, ქალაქში ავარიული დაზიანება მოხდა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.