გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 2 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახალა, კასუმლო, ულაშლო, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფელბში;
11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.