“ენერგო პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით,  24 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კესალო, ალგეთი, კაპანახჩი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, დაბა კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.