კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 24 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კესალო, ალგეთი, კაპანახჩი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, დაბა კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.