რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებთან კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციის აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზით იმუნიზაციის შემთხვევაში, 200 და 100 ლარიან ფულად წახალისებას ითვალისწინებს.
საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სააღმზრდელო პროცესის აღდგენას რუსთავის ბაღებში 15 თებერვლიდან გეგმავენ. რუსთავში ბაგა- ბაღების თანამშრომლების 60% ვაქცინირებულია.










