“ქართულის ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რუსთავში ქვემო ქართლის ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდა.
“ვაგრძელებთ რეგიონებში საორგანიზაციო შეხვედრებს, რომლის მიზანია დავაფუძნოთ ქალთა ორგანზიაცია. მიზნებია პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, სხვადსხვა რეგიონის, ქალაქის წარმომადგენელ ქალ წევრებს შორის, ვიზრუნებთ საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე. ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების უკეთ რეალიზებას და დაცვას.ამბიციური გეგმები გვაქვს, არ გვინდა ქაღალდზე დარჩეს ეს ორგანიზაცია, აქტიურად იმშავებს თითოეული საქალაქო და რეგიონული რგოლი. “-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნება” ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 შეხვედრას გამართავს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიამ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ორგანიზაცია პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.









