კობახიძე რუსთავი – თბილისის ავტობანზე: ჩვენი სურვილია, სწრაფად დასრულდეს ეს პროექტი[ვიდეო]

არის გარკვეული ტექნიკური დეტალები, რაც საჭიროებს დასრულებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ TV4-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტის დასრულებას ეხებოდა.

კობახიძს განცხადებით, მათი ინტერესია, რომ პროექტი სწრაფად დასრულდეს.

“რა თქმა უნდა,  მთავრობა მუშაობს, მეტი ინფორმაცია აქვს აღმასრულებელ რგოლს, საქართველოს მთავრობას და ბუნებრივია ჩვენი ინტერესესის საგანიც არის ეს ყველაფერი, ჩვენი სურვილია მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს ეს პროექტი, არის გარკვეული ტექნიკური დეტალები, რაც საჭიროებს დასრულებას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.