საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 19 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,02%, ბოლო 14 დღის – 31,28%, ბოლო შვიდი დღის – 29,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 553 668 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 407 776 გამოჯანმრთელდა, 15 888 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 797 346 აცრა, დღიურად აცრილია 342.
კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 585 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 896 პირი.
ამასთან, 20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 770 პაციენტი, გარდაიცვალა 34.