კორონავირუსის სტატისტიკა 24 თებერვალს

საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 18 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში  363 შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 918 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,9%, ბოლო 14 დღის – 29,17%, ბოლო შვიდი დღის – 26,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 584 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 447 969 გამოჯანმრთელდა, 16 022 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 808 278 აცრა, დღიურად აცრილია 2 901.

კარანტინის რეჟიმშია შვიდი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 096 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 781 პირი.

ამასთან, 23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი, გარდაიცვალა 48.