საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვემო ქართლში 310 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 583 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო შვიდი დღის – 25,38%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 591 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 462 572 გამოჯანმრთელდა, 16 054 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 811 285 აცრა, დღიურად აცრილია 2 532.
კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 020 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 599 პირი.