კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან  ქვემო ქართლს 1 193 უკავშირდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 68 392 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო შვიდი დღის – 32,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 398 059 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 154 476 გამოჯანმრთელდა, 15 404 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 764 352 აცრა, დღიურად აცრილია 3 454.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 085 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.

ამასთან, 9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი, გარდაიცვალა 51.