საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ქვემო ქართლში დღე-ღამეში ვირუსის 1 199 შემთხვევა აღირიცხა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 85 191 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო შვიდი დღის – 24,96%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 200 124 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 020 510 გამოჯანმრთელდა, 15 016 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 722 187 აცრა, დღიურად აცრილია 8 371.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 454 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 031 პირი.