- უკრაინის დედაქალაქ კიევში, ტროეშჩინაში 16- სართულიანი შენობის ეზოში აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 7 კერძო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა და რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
- უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ სამ დღეში დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაერო. ორგანიზაციის მონაცემებით, 24-26 თებერვალს ბრძოლებისას მოკლულია ყველაზე ცოტა 64 ადამიანი, საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა მინიმუმ 240 ადამიანი. მონაცემები ასახავს 26 თებერვლის საღამოს 5 საათის მდგომარეობას.განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქურა, რამაც მოსახლეობის ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დაზიანდა ან განადგურდა ასობით სახლი, დაბომბვის შედეგად დაზიანებულმა გზებმა და ხიდებმა კი ზოგიერთი დასახლების იზოლირება გამოიწვია.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობებით 4 300-მდე გაიზარდა ომში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვი. განადგურებულია რუსეთის 146 ტანკი, 27 თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი.
- უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტები, როდესაც გოსტომელს შეუტიეს.მათი თქმით მათ ხელთაა საიდუმლო კოდები, პაროლები, მოქმედების სქემები.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტები იქნება მტკიცებულება, სასამართლოში და ყველა ვინც ცოცხალი გადარჩება, დაისჯება.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მათ ყველაფერი მოამზადეს მოლაპარაკებებისთვის.
- ჩვენ გვსურს მშვიდობა, შეხვედრა, ომის დასრულება, ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო, ეს არის ყველა ქალაქი, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მხარეს. დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნის, საიდანაც ჩვენ ქვეყანაში რაკეტები არ მოფრინავს, – ასე უპასუხა კრემლს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.