საქართველოს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მოწვევით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, ოპოზიციის განცხადებით, სხდომათა დარბაზის კარები ჩაკეტეს და დეპუტატები შიგნით ვერ შედიან.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის მხარდამჭერი ჰიმნი შეასრულეს, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კი გააჟღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის ფოიეში გაშლილია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ოპოზიციის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უკრაინის მხარდასაჭერად დროშების გაშლას, უკრაინის ჰიმნის გაჟღერებას და ტაშის დაკვრას აპირებდნენ. მათი თქმით, ჰიმნის ჩასართავად საჭირო ტექნიკა პარლამენტში ვერ შეიტანეს.









