ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს

თბილისში, ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას გუშინ გამოეხმაურა.

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.