“პატივს ვცემთ მის გადაწყვეტლებას” – “ენმ” ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას აფასებს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობის შეწყვეტას აფასებს. პარტიაში ამბობენ, რომ “ლელოს” კანდიდატმა მოსახლეობას არგუმენტირებულად აუხსნა მისი გადაწყვეტილების მიზეზი, რომელსაც “ენმ” პატივს სცემს.

“ეს არის ბატონი ბადრის გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირეითაც მან საზოგადოებას გააცნო თავისი არგუმენტები. ჩვენ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რა თქმა უნდა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტლებას.” – თაკო მეტრეველი
პარტია “გახარია- საქართველოსთვის” ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს.

ინფორმაციისთვის, ბადრი ჯაფარიძე რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების გამო, არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“ლელოს” ლიდერმა ხელისუფლებას პარლამენტის შუალედური არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა.