საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასთანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია განაცხადა, სოლიდარობას უცხადებს უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს.
ზურაბიშვილმა მიმართა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას, რომ დღეს აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, რადგან ძალა ერთობაშია.
„საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.
ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, ხელი მოვაწერო.
ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ყველა ჩვენი საკითხია და საჭიროა, საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით და ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.









