ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელ ხაზზე მოქალაქეების მიმართვიანობამ მოიმატა. როგორც სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, ისინი 112-ში დარეკვას და ოპერატორთან დაკავშირებას ზოგ შემთხვევაში ვერ ახერხებენ.
იმ შემთხვევაში, თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ – https://er.moh.gov.ge/.
უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.