ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს უმასპინძლა. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას, რეგიონის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ერთობლივად განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის მიმდინარეობისას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე, პროცესში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
გიორგი დოხტურიშვილმა, ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის – დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.









