რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, სწავლა გაერთიანების 17 ფილიალში განახლდა. მათივე ინფორმაციით, დღეს სააღმზრდელო პროცესში 928 ბავშვი ჩაერთო.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ქალაქის 22 ბაღიდან 5 კვლავ დახურულია. ბაღებში დასწრება თავისუფალია და გაცდენილი საათები საპატიოა.
ინფორმაციისთვის 3 თებერვლიდან კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელებისა და ადამიანური რესურსის შემცირების გამო, რუსთავის ბაღები დაიხურული იყო.