რუსთავის ველომოყვარულთა კლუბმა მორიგი მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად გამართა

რუსთავის ველომოყვარულთა კლუბმა მორიგი მსვლელობა გამართა.  ამჯერად ველო მოყვარულები მსვლელობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. აქტივობის მიზანი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა. მათი თქმით, გმობენ იმ ღია აგრესიას რასაც რუსეთი ჩადის.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ველომსვლელობა ქალაქში  8 წელია ტრადიციულად ყოველი თვის ბოლო კვირას  იმართება.