რუსთავის მერიის შენობაში ტურნიკეტი დაამონტაჟეს

რუსთავის მერიის შენობაში ტურნიკეტი დაამონტაჟეს. შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც საკრებულო მდებარეობს, ტურნიკეტის დამონტაჟების შემდეგ საკრებულოში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ  ტურნიკეტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 7 093 ლარი გამოიყო