რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე დავით იშხნელი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ TV4-ს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
დავით იშხნელი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს კურატორობდა. 2014 წლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.
2014-2017 წლებში, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, 2017 წლიდან კი მეექვსე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
დავით იშხნელი პროფესიით ექიმია და სამედიცინო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.









