რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში შუალედური არჩევნები დაინიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს N12 სამაჟორიტარო ოლქში 2 აპრილს ჩაატარებს. საკითხი ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. შ

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე გახდა. მოგვიანებით, ლაცაბიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და  მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება გასული წლის პირველ დეკემბერს შეუწყდა. ამ დროისთვის რუსთავსა და გარდაბნის ათი სოფლის მოსახლეობას უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში წარმომადგენელი არ ჰყავს, კანონმდებლობა  სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.