რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი აფეთქდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში TV4-ს განუცხადეს, კლინიკაში ოთხი ადამიანი შეიყვანეს, 19-21 წლის ახალგაზრდები, რომელთაგან ორი ბინაზე უკვე გაეწერა, ორი ახალგაზრდა ქალი კი კლინიკის სტაციონარულ განყოფილებაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათ თავის ტვინის შერყევა აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობდა, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. Tv4-ს მოქალაქემ მიაწოდა ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი კადრები.