რუსთავში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში იმყოფებოდა. დიპლომატს რუსთავის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. გერმანიის ელჩმა პირველი შეხვედრა რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
მოგვიანებით ჰუბერტ ქნირში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას შეხვდა. მხარეებმა წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.