დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში, სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით იყო მომყოლი 4.5 და 3.8 ბალიანი მიწისძვრები.
“თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში Tv4-ს განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია და ინფრომაცია ჯერჯერობით არ აქვთ.