რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მოქალაქეთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით უკრაინის და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების მხარდაჭერის მიმართვის ტექსტი მიიღეს.
რუსთავის მერიის მიერ ინიცირებული საკითხები სხდომაზე მერის წარმომადგენელმა საკრებულოსთან ურთიერთობის საკითხებში, დავით მაღლაკელიძემ წარადგინა.
- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სახელმწიფო და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
- როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება იქნება. კერძოდ, როგორც მომხსენებელმა, დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებაზე რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იქნება პასუხისმგებელი.
- გიორგაძის ქუჩა N26 მცხოვრებ ცხრამეტ ოჯახს უსაყიდლოდ გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
- საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს „ჯეოსთილს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე.
- დღესვე, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კომისიის წევრთა შემადგენლობა, რომელიც ფრაქციებმა „ქართული ოცნებამ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ და „რუსთავი-საქართველოსთვის“ წარადგინეს.
დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
საკრებულოს სხდომა სრულად TV4-ის ფეისბუქ ლაივში: