,,სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრმა” კვლევა გამოაქვეყნა

,,სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრმა” ზეპირი ისტორიების კვლევა გამოაქვეყნა.

ქვემო ქართლში მოღვაწე ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებებზე დაყრდნობით, დოკუმენტში შრომითი დისკიმინაციის გენდერული ასპექტებია გაანალიზებული.

კვლევის გარდა, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლების,სამოქალაქო სექტორისა თუ მედიის მიმართ.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის “გენდერული პოლიტიკის კვლევა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და „ქალთა ფონდი საქართველოში“.