სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება – დარღვევები რეგიონში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ექსკავატორების გამოყენებით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ჯამში 25 მ3 საღორღე ნედლეული და ქვიშა-ხრეში მოიპოვეს.

“შედგა შესაბამისი ოქმები. სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.”- ნათქვამია ინფორმაციაში.