სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება – კანონდარღვევა რეგიონში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორის გამოყენებით 50 მ3 ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი აქტი.