გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორის გამოყენებით 50 მ3 ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი აქტი.