ახალციხე-ასპინძის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომლიდანაც გუდრონი მტკვარში ჩაიღვარა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.









