კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 48 468 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 65 829 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,88%, ბოლო 14 დღის – 31,06%, ბოლო შვიდი დღის – 33,18%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 438 353 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 226 619 გამოჯანმრთელდა, 15 516 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 772 264 აცრა, დღიურად აცრილია 3 396.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 100 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 758 პირი.