საწარმოების მონიტორინგი – მორიგი შეხვედრა “ჯეოსთილში” გაიმართა[ვიდეო]

რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანია გრძელდება.

 

კამპანიის ფარგლებში, მეორე შეხვედრა კომპანია „ჯეოსთილში“  გაიმართა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და „ჯეოსთილის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ქარხნის იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კანონის მიხედვით, მსხვილმა საწარმოებმა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში უნდა განახორციელონ და საწარმო აირმტვერდამჭერი მოწყობილობით აღჭურვონ.

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს მკაცრი სანქციები დაეკსრებათ.
საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა.

საწარმოების მონიტორინგის ფარგლებში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ,,რუსელოისის” ფეროშენადნობთა საწარმოში გაიმართა.